Saturday, December 14, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი  თემა
სტატისტიკური  მონაცემების  შემაჯამებელი  რიცხვითი  მახასიათებლები
საშუალო,  მოდა,  მედიანა.
მასწავლებლის  სახელი, გვარი
ლალი  ანძაველიძე
სწავლების  საფეხური
მე-10  კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
კლასში  არის  11  მოსწავლე.  განსაკუთრებული  მიდგომის  საჭიროების  მქონე  მოსწავლე  არ  არის
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
მიზანი: სტატისტიკური  მონაცემების  რიცხვითი  მახასიათებლების  პოვნა  და  შეჯამება.
მოსწავლეები  განიხილავენ  და  პოულობენ  მონაცემებში  საშუალოს,  მოდას  და  მედიანას. ახდენენ  სიხშირეთა  ცხრილების  შედგენას  და  დამუშავებას.
წინასწარი  ცოდნა
მონაცემთა  მოძიება  და  მათი  სიხშირეთა  ცხრილებით,ჰისტოგრამით,პიქტოგრამით  და  წრიული  დიაგრამით  წარმოდგენა. 
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
მოსწავლის   სახელმძღვანელო,  დაფა, ცარცი,  ფლიკჩარტი.
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
აქტივობის  აღწერა: მუშაობას  ვიწყებთ  ორი  ცხრილის  განხილვით:სექტემბრის  და  ოქტომბრის  თვეში  დედაქალაქში  ჰაერის  ტემპერატურის  ცხრილების  საშუალებით  ვახასიათებთ  მონაცემთა  თითოეულ  ერთობლიობას  და  ვადარებთ  ერთმანეთს.
კლასს  ვყოფ  ორ  ჯგუფად  და ვავალებ  მონაცემთა  დამუშავებას,  კერძოდ  ერთი  ჯგუფი  დაითვლის  სექტემბრის  თვის  მონაცემების  საშუალოს,  მოდას  და  მედიანას,  ხოლო  მეორე  ჯგუფი   მუშაობს  ოქტომბრის  თვის  მონაცემებზე  ანალოგიურად.
აქტივობის  გაფართოება:ამისთვის  ვადგენთ  რამდენი  მოდა  შეიძლება  ჰქონდეს  რიცხვთა  მონაცემებს.რიცხვთა  მონაცემებს  შეიძლება  საერთოდ  არ ჰქონდეს მოდა  და შესაძლებელია ჰქონდეს რამოდენიმე  მოდა. მოსწავლეები ასახელებენ  შესაბამის  მაგალითებს. 
აქვე შემოგვაქვს  მონაცემთა  მედიანის  ცნება.  მოსწავლეები  იხსენებენ  მედიანის  მოძებნას  და  ადგენენ  რომ  თუ  რიცხვთა  მონაცემში  რიცხვთა  რაოდენობა  კენტია  მაშინ  მონაცემის  შუა  რიცხვი  არის  მედიანა,  ხოლო  თუ  მონაცემი  ლუწრიცხვიანია , მაშინ  შუა  ორი  რიცხვის  საშუალო  არის  მედიანა.
აქტივობის  განხილვა:აქტივობის  შედეგად  მოსწავლეები  გაიწაფებიან  სხვადასხვა  სიტუაციის  განხილვისას  რიცხვითი  მახასიათებლების    საშუალებით   გადაჭრიან  სხვადასხვა  ამოცანას.  მაგალითად  ფეხსაცმლის  მაღაზიის  მიერ  ერთ  დღეს  გაყიდული  მამაკაცის  ფეხსაცმლის  ზომების  შესახებ  შეგროვილი  მონაცემებით  ხშირად  მონაცემთა  მოდას  ენიჭება  უპირატესობა,  რადგან  იგი  გვიჩვენებს  რომელი  ზომის  ფეხსაცმელზეა  მოთხოვნა.

საშინაო  დავალების  შემოწმება-5წთ.
გავლილი  მასალის  გამოკითხვა-5წთ
ახალი  მასალის  ახსნა,მასწავლებლის  პრეზენტაცია-5წთ
ჯგუფური  მუშაობა-15წთ
პრეზენტაცია-10წთ
გაკვეთილის  შეჯამება  კითხვა-პასუხით-5წთ
შეფასება  და  საშინაო  დავალება-5წთ 


No comments:

Post a Comment