Friday, December 13, 2013

პროექტი

პროექტის  სახელი
სიმეტრია  ბუნებასა  და  ხელოვნებაში.
პროექტის მოკლე  აღწერა
მოსწავლეები  შეაგროვებენ  ინფორმაციას  სიმეტრიის  შესახებ,გამოიკვლევენ  რამდენიმე  სიმეტრიულ  ობიექტს,შექმნიან  მხატვრულ  კომპოზიციებს. აღწერენ  სიმეტრიას  ბუნებასა  და  ხელოვნებაში.
პროექტის  სრული  აღწერა
მოსწავლეები წინა  პარაგრაფისა  და წინა  წლების  სახელმძღვანელოების  გამოყენებით,წარმოადგენენ ღერძული  და  ცენტრული  სიმეტრიების  ცნებებს,აღწერენ ფიგურების  სიმეტრიულობას  წერტილის  მიმართ, წრფის  მიმართ,  ახდენენ  ფიგურათა(სამკუთხედების,  ოთხკუთხედების  და  მრავალკუთხედების)  კლასიფიკაციას  ცენტრული  და  ღერძული  სიმეტრიების  მიხედვით.  ასევე  კომპიუტერისა  და  ენციკლოპედიების  გამოყენებით  აღწერენ  სიმეტრიას  ბუნებასა  და  ხელოვნებაში;იკვლევენ  რა  მათემატიკურ  ცნებებს  ახლებურად  აღიქვამენ    და  აღწერენ  საგნების  სილამაზეს,  პროპორციულობას  და  შესაბამისად  მოპოვებული  მასალებით  და  შექმნილი  ნახატებით  მოაწყობენ  სკოლაში  გამოფენას   და  პრეზენტაციას.
მონაწილეთა  ასაკი
მე-10  კლასის  მოსწავლეები.
ვადა
2014  წლის  იანვარ-თებერვალი.
პროექტის  შესაძლო  აქტივობები  კლასში
ერთი  კვირის  განმავლობაში  მოიძიებენ  ინფორმაციას გეომეტრიული  ფიგურების  სიმეტრიულობის  შესახებ, შემდეგი  ერთი  კვირა მოსწავლეები  ახდენენ  ჯგუფებში  მის  დამუშავებას  და   იკვლევენ  გეომეტრიული  ფიგურების  ღერძულ  და  ცენტრულ  სიმეტრიას,  შემდეგი  ერთი  დღე  დაეთმობა  დისკუსიას,  ერთი  კვირა  დავუთმობ    პრეზენტაციისთვის  მზადებას  და  შესაბამის  თემაზე  ნახატების  დახატვას,    შემდეგ  მოვაწყობთ  გამოფენას .
მოსალოდნელი 
შედეგები
მოსწავლეებს  აუმაღლდებათ  ცოდნა  სიმეტრიის  სახეებსა  და  მის  თვისებებზე,მათ  გამოვლინებებზე  ბუნებასა  და  ხელოვნებაში.  გაუუმჯობესდებათ  წიგნთან  და  კომპიუტერთან  მუშაობის  უნარ-  ჩვევები.  ასევე  გუნდური  მუშაობის,  თანამშრომლობის,  დისკუსიებში  მონაწილეობის  და  პრეზენტაციის  უნარ-ჩვევები.
სარგებელი  სხვებისთვის
აუდიტორია  გაეცნობა  სიმეტრიის  შესახებ  ინფორმაციას  და  მის  გავლენას  ბუნებასა  და  ხელოვნებაზე.
სამუშაო  ენა
ქართული  ენა
ეროვნულ  სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებულ  საგნებთან  ან საგნობრივ  ჯგუფებთან  კავშირი
მათემატიკა:გაიღრმავებენ  ცოდნას  გეომეტრიული  გარდაქმნების(ცენტრული, ღერძული  სიმეტრიული,  პარალელური  გადატანა,  მობრუნება)  შესახებ.
ხელოვნება:  ახასიათებს  ხელოვნების  ნიმუშებს  და  მისი  ელემენტების  გამოყენებას  მშენებლობასა  და  არქიტექტურაში.
ისტ-ის  გამოყენება  ინფორმაციის  მოძიებისთვის.


პროექტის  ხელმძღვანელი:  ლალი  ანძაველიძე.

No comments:

Post a Comment