გაკვეთილის მთავარი თემა
|
სტატისტიკური მონაცემების შემაჯამებელი რიცხვითი
მახასიათებლები
საშუალო, მოდა, მედიანა.
|
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ლალი ანძაველიძე
|
სწავლების საფეხური
|
მე-10 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 11 მოსწავლე. განსაკუთრებული მიდგომის
საჭიროების მქონე მოსწავლე
არ არის
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზანი: სტატისტიკური მონაცემების რიცხვითი
მახასიათებლების პოვნა და შეჯამება.
მოსწავლეები განიხილავენ და პოულობენ მონაცემებში
საშუალოს, მოდას და მედიანას.
ახდენენ სიხშირეთა ცხრილების
შედგენას და დამუშავებას.
|
წინასწარი ცოდნა
|
მონაცემთა მოძიება და მათი სიხშირეთა
ცხრილებით,ჰისტოგრამით,პიქტოგრამით
და წრიული დიაგრამით
წარმოდგენა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
იხილეთ შეფასების ცხრილი.
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
მოსწავლის სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფლიკჩარტი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობის აღწერა: მუშაობას ვიწყებთ
ორი ცხრილის განხილვით:სექტემბრის და ოქტომბრის თვეში
დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურის ცხრილების
საშუალებით ვახასიათებთ მონაცემთა
თითოეულ ერთობლიობას და ვადარებთ ერთმანეთს.
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და ვავალებ
მონაცემთა დამუშავებას, კერძოდ
ერთი ჯგუფი დაითვლის
სექტემბრის თვის მონაცემების
საშუალოს, მოდას და მედიანას, ხოლო
მეორე ჯგუფი მუშაობს
ოქტომბრის თვის მონაცემებზე
ანალოგიურად.
აქტივობის გაფართოება:ამისთვის ვადგენთ
რამდენი მოდა შეიძლება
ჰქონდეს რიცხვთა მონაცემებს.რიცხვთა მონაცემებს
შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს მოდა და შესაძლებელია ჰქონდეს რამოდენიმე მოდა. მოსწავლეები ასახელებენ შესაბამის
მაგალითებს.
აქვე შემოგვაქვს მონაცემთა მედიანის
ცნება. მოსწავლეები იხსენებენ
მედიანის მოძებნას და ადგენენ რომ თუ რიცხვთა
მონაცემში რიცხვთა რაოდენობა
კენტია მაშინ მონაცემის
შუა რიცხვი არის
მედიანა, ხოლო თუ მონაცემი ლუწრიცხვიანია , მაშინ შუა ორი რიცხვის
საშუალო არის მედიანა.
აქტივობის განხილვა:აქტივობის შედეგად
მოსწავლეები გაიწაფებიან სხვადასხვა
სიტუაციის განხილვისას რიცხვითი
მახასიათებლების საშუალებით გადაჭრიან
სხვადასხვა ამოცანას. მაგალითად
ფეხსაცმლის მაღაზიის მიერ
ერთ დღეს გაყიდული
მამაკაცის ფეხსაცმლის ზომების
შესახებ შეგროვილი მონაცემებით
ხშირად მონაცემთა მოდას
ენიჭება უპირატესობა, რადგან
იგი გვიჩვენებს რომელი
ზომის ფეხსაცმელზეა მოთხოვნა.
საშინაო დავალების შემოწმება-5წთ.
გავლილი მასალის გამოკითხვა-5წთ
ახალი მასალის ახსნა,მასწავლებლის პრეზენტაცია-5წთ
ჯგუფური მუშაობა-15წთ
პრეზენტაცია-10წთ
გაკვეთილის შეჯამება კითხვა-პასუხით-5წთ
შეფასება და საშინაო
დავალება-5წთ
|
|
|
Saturday, December 14, 2013
გაკვეთილის გეგმა
Friday, December 13, 2013
პროექტი
პროექტის სახელი
|
სიმეტრია ბუნებასა და ხელოვნებაში.
|
პროექტის მოკლე აღწერა
|
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას
სიმეტრიის შესახებ,გამოიკვლევენ რამდენიმე
სიმეტრიულ ობიექტს,შექმნიან მხატვრულ
კომპოზიციებს. აღწერენ სიმეტრიას ბუნებასა
და ხელოვნებაში.
|
პროექტის სრული აღწერა
|
მოსწავლეები წინა პარაგრაფისა და წინა
წლების სახელმძღვანელოების გამოყენებით,წარმოადგენენ ღერძული და ცენტრული სიმეტრიების
ცნებებს,აღწერენ ფიგურების სიმეტრიულობას წერტილის
მიმართ, წრფის მიმართ, ახდენენ
ფიგურათა(სამკუთხედების, ოთხკუთხედების და მრავალკუთხედების) კლასიფიკაციას ცენტრული
და ღერძული სიმეტრიების
მიხედვით. ასევე კომპიუტერისა და ენციკლოპედიების გამოყენებით
აღწერენ სიმეტრიას ბუნებასა
და ხელოვნებაში;იკვლევენ რა მათემატიკურ ცნებებს
ახლებურად აღიქვამენ და
აღწერენ საგნების სილამაზეს,
პროპორციულობას და შესაბამისად
მოპოვებული მასალებით და შექმნილი ნახატებით
მოაწყობენ სკოლაში გამოფენას
და პრეზენტაციას.
|
მონაწილეთა ასაკი
|
მე-10 კლასის მოსწავლეები.
|
ვადა
|
2014 წლის იანვარ-თებერვალი.
|
პროექტის შესაძლო აქტივობები
კლასში
|
ერთი კვირის განმავლობაში მოიძიებენ
ინფორმაციას გეომეტრიული ფიგურების სიმეტრიულობის შესახებ, შემდეგი ერთი კვირა
მოსწავლეები ახდენენ ჯგუფებში
მის დამუშავებას და იკვლევენ გეომეტრიული
ფიგურების ღერძულ და ცენტრულ სიმეტრიას,
შემდეგი ერთი დღე დაეთმობა დისკუსიას,
ერთი კვირა დავუთმობ
პრეზენტაციისთვის მზადებას და შესაბამის თემაზე
ნახატების დახატვას, შემდეგ
მოვაწყობთ გამოფენას .
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცოდნა
სიმეტრიის სახეებსა და მის თვისებებზე,მათ გამოვლინებებზე ბუნებასა
და ხელოვნებაში. გაუუმჯობესდებათ წიგნთან
და კომპიუტერთან მუშაობის
უნარ- ჩვევები. ასევე
გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის, დისკუსიებში
მონაწილეობის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
|
სარგებელი სხვებისთვის
|
აუდიტორია გაეცნობა სიმეტრიის
შესახებ ინფორმაციას და მის გავლენას
ბუნებასა და ხელოვნებაზე.
|
სამუშაო ენა
|
ქართული ენა
|
ეროვნულ სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ საგნებთან ან საგნობრივ ჯგუფებთან
კავშირი
|
მათემატიკა:გაიღრმავებენ ცოდნას გეომეტრიული
გარდაქმნების(ცენტრული, ღერძული სიმეტრიული, პარალელური
გადატანა, მობრუნება) შესახებ.
ხელოვნება: ახასიათებს ხელოვნების
ნიმუშებს და მისი
ელემენტების გამოყენებას მშენებლობასა და არქიტექტურაში.
ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის
მოძიებისთვის.
|
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ანძაველიძე.
Subscribe to:
Posts (Atom)